გააკეთეთ! რას გვემუქრებით?! - ზარქუა "MEGOBARI აქტის" მიღებაზე

12.07.24 15:21
გააკეთეთ! რას გვემუქრებით?!  - ზარქუა "MEGOBARI აქტის" მიღებაზე

 გააკეთეთ! რას გვემუქრებით?!  - ასე ეხმაურება "ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა  წარმომადგენელთა პალატის - საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ "MEGOBARI აქტის" დამტკიცებას.

ზარქუა იმედებს ამერიკის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამყარებს და ამბობს, რომ სწორედ ამის შემდეგ მოხდება საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გადატვირთვა. 

იქ რომ ჩამოთვლილია უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები, შე დალოცვილო, ამდენი ხანია, სტრატეგიული პარტნიორები ვართ, არა ერთ მისიაში ერთად ვყოფილვართ და აქამდე სად იყავით?! გააკეთეთ! რას გვემუქრებით?! 

ამდენი წელია სტრატეგიული პარტნიორები გვქვია და ვართ, მოუხსენით. ვინ დაგიშალათ, ვინ შეგიშალათ ხელი, რომ პირდაპირი ფრენები იყოს?! ამიტომ ეს კიდევ ერთხელ არის მცდელობა, რომ ოპოზიციას და აი, ამ მარგინალებს, უცხო ქვეყნის დაკვეთების შემსრულებლებს, რომ მისცენ თემა, რომ აი, თუ თქვენ მოხვალთ ხელისუფლებაში, ამას გავაკეთებთ. აქამდე გააკეთეთ, ვინ გიშლიდათ ხელს?!

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რწმენას, რომ ცოტა ხანში, ამერიკის შეერთებული შტატების 5 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ამ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა MEGOBARI აქტი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის - საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მიიღო. მას 41-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო 6 წინააღმდეგ წავიდა.

მსგავსი სიახლეები