რაში ჭირდება კახა კალაძეს აგრესია, არეულობა, ქაოსი - თბილისის მერი

28.07.21 12:32
რაში ჭირდება კახა კალაძეს აგრესია, არეულობა, ქაოსი - თბილისის მერი

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, ირწმუნება, რომ მედიამენეჯერებისა და სამოქალაქო აქტივისტების პლაკატები მერიის ორგანიზებით არავის გაუკრავს. 

კალაძის განცხადებით, მას აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია არ სჭირდება: 

სამწუხაროა, რომ ბოლო ფაქტის გამო მიზანმიმართულად იყო მცდელობა მერიის უწყების დისკრედიტაციის და ასევე იყო მცდელობა ამ პლაკატების საარჩევნო კამპანიაზე პროექცია. სულ მცირე ლოგიკა არის საჭირო, რაში ჭირდება კახა კალაძეს აგრესია, არეულობა, ქაოსი. მე და ჩემს გუნდს არ გვჩვევია ამ მეთოდებით ბრძოლა, არასოდეს გვიბრძოლია ამ მეთოდებით,  მაშინ როცა პირადად მე და ჩემს გუნდს ნდობა გამოგვიცხადა, ეს არის ჩვენი პიარიც. ის  სიცრუე და ცილისწამება, რასაც ვისმენთ, აზარალებს ჩვენს ქალაქს, თრგუნავს ქალაქს, იწვევს ადამიანებში გაღიზიანებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, იმატებს ცილისწამება და შეურაცხყოფა, რაც საგანგაშოა, იმატებს აგრესია, ძალადობა. მინდა, ვთხოვო მერიის თანამშრომლებს, ჩემს  მხარდამჭერებს, ყველას, ვინც გულშემატკივრობს ქალაქის წინსვლას, არავითარ შემთხვევაში ამ აგრესიას არ უპასუხოთ აგრესიითა და ძალადობით, ", - ამბობს კალაძე.