"MEGOBARI აქტი" მეგობრული აქტი არ არის - ვოლსკი
ივანიშვილის გუნდი ამერიკას "MEGOBARI აქტის" მიღებას ვერ პატიობს - "ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი ამბობს, რომ "MEGOBARI აქტი" მეგობრული არ არის და რომ საქართველო ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს.
მეტიც, ვოლსკის განცხადებით, "ვითარება, რომელიც საქართველოში შეიძლება შეიქმნას რუსეთის აგრესიის გამო, არ არის პრევენციის რაიმე მექანიზმით დაცული და სწორედ ეს ეს არის რეალობა ამ აქტში".
იცით რა, არ არის ეს მეგობრული აქტი და არ იმსახურებს საქარველო ასეთ დამოკიდებულებას მოკავშირისაგან. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს არის სამართლიანი აქტი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება ასეთი გადაწყევტილების მიღებას. ვითარება, რომელიც საქართველოში შეიძლება შეიქმნას რუსეთის აგრესიის გამო, არ არის პრევენციის რაიმე მექანიზმით დაცული. აი ეს არის რეალობა ამ აქტში", - ამბობს ვოლსკი.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა MEGOBARI აქტი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის - საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მიიღო. მას 41-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო 6 წინააღმდეგ წავიდა.