ივანიშვილი და "ოცნება" პირად კომოფორტს ქართველი ხალხის ხარჯზე იწყობს - საბა ბუაძე
ივანიშვილი და "ოცნება" პირადი კომოფორტს ქართველი ხალხის ხარჯზე გეგმავს, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი საბა ბუაძე იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პარლამენტი ავტოპარკს გააახლებს.
ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ის ავტომობილები, რომლის ყიდვასაც "ოცნება" გეგმავს, მმართველი პარტიის დეპუტატებს ვერ მოემსახურება, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე ისინი ხელისუფლებაში ვეღარ დარჩებიან.
ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ხარჯზე ცდილობენ პირადი კომფორტის მოწყობას. ამას ემსახურებ ათეულობით მილიონი ლარი, რომელსაც ისინი ავტომობილების შესყოდვაში ხარჯავენ, მაგრამ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ის თანხა, რომელსაც ისინი ამ ავტომობილების შესყიდვაში იხდიან, ვერ მოემსახურება „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ვინაიდან 26 ოქტომბერს შეიცვლება ხელისუფლება და ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად შეიცვლება ასევე ის ამაზრზენი და მანკიერი პრაქტიკა, რომლის მიხედვიტაც მილიონობით ლარი იხარჯება თანამდებობის პირების ავტოპარკისთვის, - ამბობს საბა ბუაძე.
საქართველოს პარლამენტი 6.7 მილიონ ლარად 60 ახალი ავტომობილის ყიდვას გეგმავს - შესაბამისი ტენდერი პარლამენტის აპარატმა დღეს გამოაცხადა. განაცხადის თანახმად, ერთი ავტომობილის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 111,870 ლარი იქნება.