ივანიშვილის რუსული მთავრობის საზრუნავი არა ხალხი, არამედ საკუთარ ფუფუნებაზე ზრუნვაა - ნადირაძე

12.07.24 15:39
ივანიშვილის რუსული მთავრობის საზრუნავი არა ხალხი, არამედ საკუთარ ფუფუნებაზე ზრუნვაა - ნადირაძე

ოპოზიცია მავრობას იმ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს, რომლის თანახმადაც პარლამენტი ავტოპარკს გააახლებს. ენმ-ს წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, აღნიშნულმა ტენდერმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ხელისუფლების საზრუნავი არა ქართველი ხალხის კეთილდღეობა, არამედ საკუთარი ფუფუნება და კომფორტია. 

ეს ტენდერიც აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსული მთავრობის საზრუნავი არა ხალხი, ხალხის პრობლემები და გაჭირვებაა, არამედ საკუთარ ფუფუნებაზე და კომფორტზე ზრუნვაა. მათ მცდაარად გონიათ, რომ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ფიქრობენ, რომ მომავალი პარლამენტისთვის აუცილებელია, რომ მილიონოთ ლარი დახარჯონ ახალ-ახალ მანქანებზე იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ადამიანებს, ელემენტარული, პური ვერ უყიდიათ და პენსიონერები თვიდან თვემდე იმაზე ფიქრობენ, როგორ გაიტანონ თავი, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

საქართველოს პარლამენტი 6.7 მილიონ ლარად 60 ახალი ავტომობილის ყიდვას გეგმავს - შესაბამისი ტენდერი პარლამენტის აპარატმა დღეს გამოაცხადა. განაცხადის თანახმად, ერთი ავტომობილის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 111,870 ლარი იქნება. 

მსგავსი სიახლეები