"ოცნება" კრემლის სამსახურში დგას - გეგელია

12.07.24 15:48
"ოცნება" კრემლის სამსახურში დგას - გეგელია

"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია დასავლეთის მხრიდან იმ დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც ქართულ ჯარს და სხვადასხვა უწყებებს სასიცოცხლოდ ესაჭირეობა.

გეგელია ამბობს, რომ ამ დახმარების შეწყვეტის მიზეზი "ოცნების" ხელისუფლების რუსული ინტერესები და კრემლსი სამახურში ჩადგომაა.

რასაკვირველია, საქართველოს სჭირდება ის კრიტიკული მნიშვნელობის დახმარება, რასაც ჩვენი ჯარი და ჩვენი სხვადასხვა უწყებები იღებენ დასავლეთის მხრიდან ათლეწულების განმავლობაში. ეს არის მილიორდობით კრიტიკული დახმარება, რომელიც სჭირდება ჩვენი სახელმწიფოს განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას ამ ქვეყანაში და თუ ვინმე დღეს მტრობს მშვიდობას და სტაბილურობას და განვითარების პოლიტიკას, ეს არის სწორედ რუსეთის მსახური ხელისუფლება, რომელიც არ ემსახურება ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას და დგას კრემლის ინტერესების გატარების სამსახურში", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა MEGOBARI აქტი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის - საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მიიღო. მას 41-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო 6 წინააღმდეგ წავიდა. 

მსგავსი სიახლეები