"პარლამენტის ამორტიზირებული მანქანები ჰიბრიდულით ჩანაცვლდება" - პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ გარემოზე ზრუნავს
პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ პარლამენტის ავტოპარკის გაახლება აუცილებელია, რადგან უკვე არსებული ავტომობილები მოძველდა და შესაბამისად, უფრო ხარჯიანია.
ამასთან, პაპუაშვილი ირწმუნება, რომ გარემოზე ზრუნავს და ამიტომ ახალი ავტომობილები ჰიბრიდული იქნება.
ეს მანქანები, ავტოპარკის უმეტესობა დღეს არის ათ წელზე მეტის, 300 ათასი აქვს საშუალო გარბენი ყველას, ხარეჯი არის დიდი, ამიტომ პარლამენტმა გადაწყვიტეთ, რომ ჩავანაცვლოთ ამორტიზირებული მანქანები ჰიბრიდული ავტომობილებით, რომელსაც, ამავე დროს, ნაკლები დატვირთვა ექნება გარემოზე, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
საქართველოს პარლამენტი 6.7 მილიონ ლარად 60 ახალი ავტომობილის ყიდვას გეგმავს - შესაბამისი ტენდერი პარლამენტის აპარატმა დღეს გამოაცხადა. განაცხადის თანახმად, ერთი ავტომობილის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 111,870 ლარი იქნება.