გაასწორეთ კომპასი, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ გზასაც ხელიდან გაუშვებთ - აუსტრევიჩუსი "ოცნების" მთავრობას
ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი NATO-ს შემაჯამებელ კომუნიკეს ეხმაურება, რომელიც 75-ე საიუბილეო სამიტის ფარგლებში მიიღეს, სადაც საქართველო მხოლოდ ერთხელ, მოლდოვისა და უკრაინის კონტექსტშია ნახსენები.
აუსტრევიჩუსის შეფასებით, 2008 წლის შემდეგ პირველად გაქრა მინიშნება NATO-ში საქართველოს გაწევრიანების შესახებ.
2008 წლიდან პირველად, გაქრა ჩანაწერი NATO-ში საქართველოს გაწევრიანების განზრახვა შესახებ. ეს ემთხვევა ქვეყნის მმართველი პარტიის დაპირებას, დაამარცხონ "ლიბერალური ფაშიზმი". მოვუწოდებ საქართველოს ხელმძღვანელობას, თავისი კომპასი გაასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ გზასაც ხელიდან გაუშვებთ," - წერს აუსტრევიჩუსი.
NATO-ს 75-ე დეკლარაციის ტექსტში საქართველო მხოლოდ ერთხელ, უკრაინის და მოლდოვის კონტექსტშია მოხსენიებული - კომუნიკედან გამქრალია ჩანაწერები ბუქარესტის სამიტის სულისკვეთების შესახებ, რომლითაც ნატო ყოველთვის ადასტურებდა, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდებოდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ასევე აღარაფერს წერს პარტნიორობის, პოლიტიკური დიალოგის, ან პრაქტიკული თანამშრომლობის შესახებაც.