"ამნისტია არ ვრცელდება საზღვრის უკანონო კვეთაზე" - რას ეჭვობს ოპოზიცია და რას პასუხობენ "ოცნებაში"

12.07.24 17:08
"ამნისტია არ ვრცელდება საზღვრის უკანონო კვეთაზე" - რას ეჭვობს ოპოზიცია და რას პასუხობენ "ოცნებაში"

ჰუმანური აქტი თუ სახელებსა და გვარებზე მორგებული ახალი კანონპროექტი - რა მიზანი ამოძრავებს "ქართულ ოცნებას ამნისტიის შესახებ დოკუმენტის დაინიცირებით - პატიმრების შეწყალების მასშტაბური გეგმა, პრაქტიკულად, არავის მოსწონს, ხელისუფლების გარდა. 

მიზეზი ამავე კანონპროექტში იმალება - 66 მუხლით შეწყალებულებს შორის, სავარაუდოდ, მოხვდებიან ძალადობაში მხილებული პირები და ის ადამიანებიც, ვინც რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს ღამეები ჯოჯოხეთად გადაუქციეს.

თუმცა, ამნისტია არ გავრცელდება საზღვის უკანონო კვეთის საქმეებზე, ეს გარემოება კი ყველას მესამე პრეზიდენტის საქმეს ახსენებს.

მაგალითად, არ მომწონს ნორმა, სადაც არის ჩამონათვალი, რა მუხლებზე არ ვრცელდება ამნისტია. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ, რომ ამნისტია ვრცელდებოდეს სხვა ნორმებზე - სისხლის სამართლის თითქმის ყველა ნორმაზე და არ ვრცელდებოდეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე. ეს ხომ უბრალოდ არაფერ შუაში არ არის სამართლიანობის და თანასწორად მოპყრობის პრინციპთან - იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი გადმოკვეთა, ადამიანებს, რომლებიც ციხეში სასჯელს იხდიან ამ მუხლით, რატომ არ უნდა შეეხოთ ამნისტია, ვინმეს შეუძლია ამასთან დაკავშირებით ლოგიკური პასუხი გასცეს,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.

"ქართული ოცნება" კი ამბობს, რომ ამნისტია კონკრეტულ სახელ-გვარებზე მორგებული არ არის და აქვე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ამნისტია არ უნდა შეეხოს.

კანონს აქვს თავისი წესები, თავისი მუხლები და ამ მუხლების მიხედვით, ვისაც შეეხება გვარისა და სახელის მიუხედავად, ამნისტიაში არ იწერება გვარი და სახელი - ვისაც შეეხება შეეხება. მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ უნდა ეხებოდეს. მისი დანაშაულ იარ შემოისაზღვრება მხოლოდ საზღვრის უკანონო კვეთით, აქ ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილს, თეორიულად ვამბობ, თუკი ამნისტიის შეხებას ვინმე მოინდომებს, ერთი ამნისტია მას ვერ გადაფარავს, ალბათ, სჭირდება ძალიან ბევრი ამნისტია,“ - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

 

მსგავსი სიახლეები