"ტყვეების გაცვლის ოპერაციას ემსგავსება" - აქტივისტები ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე
"ტყვეების გაცვლის ოპერაციას ემსგავსება ეს ყველაფერი" - ასე აფასებს აქტივისტი ნიკო მანაგაძე ამნისტიის შესახებ კანონპროექტს.
ამნისტია შეეხება სსკ-ის 126-ე მუხლით დაკავებულებს, რაც ძალადობას გულისხმობს, შესაბამისად, აქტივისტები თვლიან, რომ მოძალადეების დაცვა ხდება.
ყველას უნდა ესმოდეს კარგად იმ თავდამსხმელებსაც, ვინც მონაწილეობდა ფიზიკურად ამაში და ამ თავდასხმის ორგანიზატორებსაც და ავტორებსაც, რომ ვერანაირი ამნისტია ვერ მოხსნის დღის წესრიგიდან მათი პასუხისმგებლობის საქმეს და ტყვეების გაცვლის ოპერაციას ემსგავსება ეს ყველაფერი, რომ ჩვენ დავთანხმდეთ იმ მოძალადეების ამნისტირებას და სანაცვლოდ სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ იმ ადამიანებს, რომლებიც სინამდვილეში უდანაშაულოები არიან,“ - ამბობს ნიკო მანაგაძე.
გირჩი მეტი თავისუფლების ერთ-ერთი ლიდერი ბორის ჩელე ყურუა ამბობს, რომ ამ მუხლით რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე მომიტინგეებზე მოძალადეები არ არიან დაკავებულები.
მე ზოგადად, პატიების მომხრე ვარ, უბრალოდ, ადამიანს თუ აპატიებ, ჯერ უნდა მოინანიოს და ვინმემ თუ უნდა მოინანიოს, ჯერ უნდა ვნახოთ, ვინ არიან ეს ადამიანები. აქვთ ჩადებული, რომ დაზარალებულის თანხმობა არის საჭირო და ჩემი ღრმა რწმენით, სისხლის სამართლის წარმოება აქ არ მივა იქამდე, რომ ვინმეს ბრალი წარუდგინონ, შესაბამისად, ეს საკითხი დღის წესრიგში მანამ არ დადგება, სანამ ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში,“ - ამბობს ბორის ჩელე ყურუა.