იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები სისტემაში გავლენების გაძლიერებას ემსახურება - მესამე სექტორი

12.07.24 17:30
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები სისტემაში გავლენების გაძლიერებას ემსახურება - მესამე სექტორი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომებზე მონიტორინგის არდაშვებას მესამე სექტორში "უპრეცედენტოს" უწოდებენ. არასამთავრობოებში ამბობენ, რომ მსგავის რამ წინა პერიოდებში არ ყოფილა. 

საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ სისტემის ასეთი ჩაკეტვა მხოლოდ კლანის გაძლიერებას ემსახურება. 

ინფორმაცია ან დროულად არ ქვეყნდება ან შემდგომ გადადება ხდება სხდომების და ეს ხელოვნური ბარიერები იმდენად დიდია, რომ ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება, რომ მონიტორი დაესწროს სხდომას და ადგილზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლოლბა ჰქონდეს. მათ შორის, ფიზიკური ხელმისაწვდომობაც კი სხდომამდე არის შეზღუდული. ეს არის წარმოდგენელი რამ, ასეთი რამ არ ხდებოდა წინა პერიოდებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს საბჭო გავლენიანი ჯგუფის სასამართლოში ემსახურება იმ ინტერესებს, რომ ეს გავლენები კიდევ უფრო გაძლიერდეს, გამყარდეს და არ შეექმნას რაიმე საფრთხე იმ გავლენებს და ინტერესებს, რომელსაც ისინი აკონტროლებენ, - ამბობს ნონა ქაურდოვანიძე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს იურისტი თამთა კახიძე გამოსავალს მართლმსაჯულების ძირეულ რეფორმაში ხედავს. მისი თქმით, მოქმედი საბჭო მართლმსაჯულების გაჯანსაღებას აფერხებს. 

 ახლა როგორც იქცევა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ეს არის უპრეცედენტო რაღაც, იმიტომ, რომ აი, ასეთი ჩაკეტილი, ისე, რომ მონიტორებს არც უშვებდნენ ღია სხდომებზე, რისი უფლებაც მათ კანონით აქვთ მინიჭებული, ასეთი რაღაც ადრე არ ხდებოდა. უნდა ჩატარდეს სრულყოფილი რეფორმა იმის გამო, რომ ასეთი თვითნებური გადაწყვეტილებები საბჭომ ვეღარ მიიღოს, ვეღარ შეძლს ვერცერთმა ჯგუფმა სასამართლო სისტემაში, რომ თვითნებურად, თავის თავზე მოირგოს საკანონმდებლო ჩანაწერები. ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელი შეაფერხებს აუცილებლად მართლსამჯულების გაჯანსაღების პროცესს, თუკი პოლიტიკური ნება იქნება, რმო ეს პროცესი დაიძრას და დღეს ეს პოლიტიკური ნება არსად ჩანს, - ამბობს კახიძე. 

ლევან მურუსიძე და მისი დაჯგუფება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ სხდომაზე აღარავის უშვებს. უკვე რამდენიმე კვირაა დამკვირვებლები კართან დგანან და გავლენების მქონე პირების შეკრებაზე შესვლის უფლებას ითხოვენ. 

არასამთავრობოებს, რომლებსაც სხდომზე დასწრება სურთ, თავიდან სხვა და სხვა მიზეზით იცილებენ. იყო შემთხვევა, როდესაც მესამე სექტორის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ სხდომა გადაიდო, თუმცა მაინც ჩაატარეს.

არსებობს ეჭვი, რომ საიდუმლო სხდომაზე ლევან მურუსიძე მის სანდო კადრებს აწინაურებს და ახალ თანამდებობებზე ნიშნავს.

 

მსგავსი სიახლეები