რუსული კანონი და "ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკა - სახელმწიფო მდივნის მოადგილე პრემიერს შეხვდა
პირველი განცხადება ორდღიანი ვიზიტის შემდეგ - ამ წუთებში მედია ელოდება სახელმწიფო მდივნის მოადგილის პირველ შეფასებას თბილისში გამართულ შეხვედრებზე. უზრა ზეიამ ბოლო მოლაპარაკებები პრემიერთან გამართა. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, სავარაუდოდ, პირისპირ უთხრა კობახიძეს იმ მძიმე შედეგების შესახებ, რაც რუსული კანონის მიღებას და "ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას მოჰყვება.
სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში კონკრეტული მისიით იმყოფება. ბაიდენის გუნდის წევრს პირადად უნდა მოისმინა ხელისუფლების პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც ამერიკის მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებას და ცრუ ბრალდებებს უკავშირდება.
ვიზიტი არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებით დაიწყო და და მხოლოდ ამის შემდეგ მივიდა ბლინკენის მოადგილე კობახიძესთან სასაუბროდ.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.