ოლიგარქის გუნდს სანქციებს ერთი ნაბიჯი აშორებს - "ოცნება" ისევ პარტნიორებს ლანძღავს

12.07.24 20:34
ოლიგარქის გუნდს სანქციებს ერთი ნაბიჯი აშორებს - "ოცნება" ისევ პარტნიორებს ლანძღავს

 

 

სანქციებმა და გაფრთხილებებმა ოლიგარქის გუნდს ვერაფერი ასწავლა.   კონგრესში მეგობარი აქტის დამტკიცებამდე ცოტა ხნით ადრე, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე პარტნიორებს ისევ ლანძღავს. პაპუაშვილი ბოლოს იქამდე მივიდა, რომ შტატებს შეუთვალა, თქვენი დახმარება არ გვჭირდება და ჯარს ჩვენ თვითონ მივხედავთო.

"ოცნება" ყველა გზას იჭრის და ერთ შანსსაც კი არ იტოვებს, რომ სანქციებს გადაურჩეს, არადა, სანქციები ოლიგარქის რეჟიმთან ძალიან ახლოს არის, ვადებიც გაწერილია და წამზომი ჩართულია.

შტატებიდან მძიმე ვერდიქტი "ოცნების" წინააღმდეგ არჩევნებამდე ამოქმედდება. ამას ითვალისწინებს მეგობარი აქტი, სადაც წერია, რომ დამტკიცებიდან ორ თვეში სახელმწიფო მდივანმა საჯაროდ უნდა დაასახელოს ყველა, ვისაც სანქციები საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო შეეხება. სამ თვეში კი დაზვერვის შეფმა უნდა დაადგინოს, რა გავლენები აქვს რუსეთს და ჩინეთს საქართველოში.

ამ ფონზე კი ევროპა ქართველ ხალხს აფრთხილებს, რომ თუ არჩევნებზე ხელისუფლებას არ შეცვლის, ქვეყნის ევროინტეგრაცია არ იქნება.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები