ჰუმანური აქტი თუ პოლიტიკური მიზნები - "ოცნების" დაანონსებულმა ამნისტიამ პატიმრების ოჯახები გააბრაზა
სოციალურ ქსელში პატიმრების ოჯახის წევრების პროტესტმა იფეთქა. მიზეზი "ოცნების" მიერ დაანონსებული ამნისტიაა, რომელსაც მსჯავრდებულების ახლობლები დაცინვად აფასებენ. ფიქრობენ, რომ მუხლები, რომელსაც ამნისტია შეეხება, "ოცნებამ" პოლიტიკური ნიშნით შეარჩია. პატიმრების ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას აანონსებენ.
პროტესტი ქუჩაში, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან, საპარლამენტო განხილვის პარალელურად დაიწყება. ხმაური იქნება გარეთ და შენობაშიც, რადგან ოპოზიციამ ამ თითქოს ჰუმანურ აქტში "ქართული ოცნების" პოლიტიკური მიზნები ადვილად ამოიკითხა.
დეპუტატები პირდაპირ ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდს საარჩევნო ხმებზე ნადირობის სეზონი აქვს გამოცხადებული. ახლა კი ამნისტიით ცდილობს, პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების გულის მოგებას.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.