სკანდალი: "ოცნება" აღიარებს, რომ რუსული კანონი გარე ძალების დაკვეთით მიიღო

12.07.24 20:02
სკანდალი: "ოცნება" აღიარებს, რომ რუსული კანონი გარე ძალების დაკვეთით მიიღო

 

 

"ქართული ოცნება" აღიარებს, რომ რუსული კანონი გარე ძალების დაკვეთით მიიღო. დეპუტატ დავითულიანის ერთმა ინტერვიუმ ოლიგარქის გუნდი გააშიშვლა და კითხვები, პრაქტიკულად, აღარ დატოვა.

სკანდალური აღიარებით ირკვევა, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოსული უცხოური დაფინანსების კონტროლს ითხოვდა სხვა, უცხო სახელმწიფო, რომელიც საქართველოსთან ერთად სატრანზიტო დერეფნის მონაწილეა. 

ახლა ჩნდება კითხვა, ვისი დაკვეთა შეასრულა ოლიგარქის ხელისუფლებამ და იყო თუ არა ეს რუსეთი ან რუსეთის მოკავშირე ჩინეთი? ერთი დიდი აღიარების შემდეგ, დავითულიანი დეტალებს აღარ აზუსტებს, მაგრამ ამბობს, რომ თუ რუსულ კანონს მიიღებდნენ და პარტნიორები გაიგებდნენ, რაში იხარჯება უცხოეთიდან შემოსული ფული, ამით საქართველო მათთვის უფრო სანდო პარტნიორი გახდებოდა. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები