გადამწყვეტი დისკუსია კალანდარიშვილთან - რაზე ისაუბრეს უზრა ზეიამ და ცესკოს თავმჯდომარემ

12.07.24 19:58
გადამწყვეტი დისკუსია კალანდარიშვილთან - რაზე ისაუბრეს უზრა ზეიამ და ცესკოს თავმჯდომარემ

რაზე ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ? - უზრა ზეია გიორგი კალანდარიშვილთან შეხვედრას "მნიშვნელოვან დისკუსიას" უწოდებს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების თაობაზე.

როგორც დასავლელი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, ამერიკა მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას. 

მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა ცესკო-ს თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან, რათა კიდევ ერთხელ გამომეხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, მათ შორის, არჩევნებზე ადგილობრივი და საერთაშორისო დაკვირვებისთვის. აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისთვის არის გრძელვადიანი და ფუნდამენტური ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

მსგავსი სიახლეები