"აქტიურად ვმონაწილეობ მოლაპარაკებებში" - აპირებს თუ არა ხატია დეკანოიძე ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებას?

12.07.24 21:33
"აქტიურად ვმონაწილეობ მოლაპარაკებებში" - აპირებს თუ არა ხატია დეკანოიძე ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებას?

ვისთან აწარმოებს ხატია დეკანოიძე მოლაპარაკებებს? - "ევროოპტიმისტების" ლიდერი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ გარკვეულ პარტიებთან გაერთიანებაზე ფიქრობს, თუმცა არ განმარტავს, თუ კონკრეტულად რომელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად აპირებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ასპარეზს.

დეკანოიძე იმასაც დასძენს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების მიზნით, ცენტრის ჩამოყალიბებისა და გამსხვილებების მომხრეა.

აქტიურად ვმონაწილეობ მოლაპარაკებებში. საქართველოსთვის ურთულესი და უჩვეულო მდგომარეობაა, რადგან მე მაგალითად ვისთან ვსაუბრობ აქტიურად, შემიძლია გითხრათ დადასტურებულად, რომ პასუხისმგებლობა ვნახე იმ ადამიანებთან, ვისაც გათვითცნობიერებული აქვთ, რომ თუ ისინი დარჩნენ ბარიერსმიღმა, ეს ხმები შეიძლება "ოცნებას" დაემატოს. მე აქტიურ მოლაპარაკებებში ვარ დიდი ხანია. ამ კომუნიკაციაში დავინახე ერთი რამ, რომ ამ ხალხს, ვინც დაჯგუფდება, ჯგუფდება, ვისაც უნდა რაიმე სხვა ცენტრის ჩამოყალიბება, გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის კონკრეტული ცენტრის შექმნას ვიზიარებ. მე გამსხვილებების მომხრე ვარ. ვერ გეტყვით, ვის, რას ვესაუბრები, მაგრამ მთავარი ორიენტირი რაც მაქვს ჩვენი საუბრების პირობებში არის ის, თუ როგორ გავაძლიეროთ ეს ფრონტი ივანიშვილის პრორუსული გავლენების წინააღმდეგ", - ამბობს დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები