არის თუ არა უთანხმოება ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერს შორის
არის თუ არა დაპირისპირება ეკატერინე ტიკარაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის? ირკვევა, რომ შეზღუდვების დაწესების ნაწილში ღარიბაშვილსა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის უთანხმოებაა, ამაზე ჯანდაცვის მინიტრის დღევანდელი განცხადებაც მიანიშნებს. ტიკარაძის თქმით, მისი პასუხიმგებლობა ეპიდემიის მართვის პროცესში საწოლფონდის მობილიზებაა, შეზღუდვების ნაწილზე კი მინისტრი მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება მთავრობამ და პრემიერმა უნდა მიიღონ.
ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის სისტემას არ გააჩნია ბევრი ბერკეტი. ეს ბერკეტები არის იმ საწოლფონდის მობილიზება, რისი რესურსიც ქვეყანაში არის - განაცხადა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა.