The Cipher Brief: ნატოს სამიტი საქართველოს კრიტიკულ მომენტში ყურადღების მიღმა ტოვებს
ნატოს სამიტი საქართველოს კრიტიკულ მომენტში ყურადღების მიღმა ტოვებს - ამის შესახებ The Cipher Brief-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.
"ამერიკის ხმის" ქართული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ნაშრომში დეტალურად არის აღწერილი ის გარემოებები, რის გამოც, საქართველოს ხელისუფლება დღეს პოლიტიკურ იზოლაციაშია მოქცეული. ჟურნალისტი წერს, რომ საქართველოს შესახებ ნატოს კომუნიკეში მხოლოდ ერთი ჩანაწერია და არაფერია ნახსენები ნატოში ინტეგრაციის შესახებ, რაც მისი განცხადებით, მიუთითებს მხოლოდ ალიანის ლიდერების უკმაყოფილებას, მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის გამო.
ია მეურმიშვილი წერს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი და რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოსახლეობა საკუთარ ნებას, საარჩევნო ბიულეტენებზე გამოხატავს.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და შემაშფოთებელი ცვლილება, ნატოს ამ კვირის სამიტის დეკლარაციაში აშკარა არარსებობა იყო: პატარა კავკასიელი ერი მხოლოდ ერთხელ იყო ნახსენები, იმ კონტექსტში, როდესაც რუსეთს ნატო მოუწოდებდა ჯარების გაყვანისკენ აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონებიდან და ცხინვალიდან. საქართველოს ნატოსთან პარტნიორობის შესახებ ყოველგვარი ჩანაწერის გამოტოვებით, დეკლარაცია არღვევს ალიანსის თანმიმდევრულობას 2008 წლიდან, იმის შესახებ რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ეს მოვლენა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ნატო-საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობასა და მომავალ ურთიერთობებზე", - წერია სტატიაში.