"ვაპირებ, კიდევ ერთხელ დავამარცხო ტრამპი, რომელიც ამ ერისთვის საფრთხეს წარმოადგენს" - ბაიდენი
ვაპირებ, კიდევ ერთხელ დავამარცხო ტრამპი - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე დეტროიტში განაცხადა. ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მისი წინამორბედი და ამჟამინდელი კონკურენტი ამერიკელებისთვის საფრთხესს წარმოადგენს. ბაიდენი ბოლომდე ბრძოლას აანონსებს და საკუთარ ძალებში ეჭვი არ ეპარება.
"ალბათ შეამჩნიეთ, რომ ამ ბოლო დროს ბევრი სპეკულაცია იყო. რას აპირებს ჯო ბაიდენი? აპირებს თუ არა რბოლაში დარჩენას? ის აუცილებლად წავა. აი ჩემი პასუხი - მე ვაპირებ მონაწილეობა მივიღო და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე ამის შეცვლას არ ვაპირებ. მე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ვარ. ვაპირებ, კიდევ ერთხელ დავამარცხო ტრამპი, რომელიც ამ ერისთვის საფრთხეს წარმოადგენს", - თქვა ბაიდენმა.