,,მთავარის" გაყიდვების სამსახურში შესვლა გეგმიური პროცესია - ფინანსთა სამინისტრო

28.07.21 13:36
 ,,მთავარის" გაყიდვების სამსახურში შესვლა გეგმიური პროცესია - ფინანსთა სამინისტრო

,,ეს იყო გეგმიური პროცესი" -  ფინანსთა სამინისტროში ტელეკომპანია ,,მთავარის" გაყიდვების ოფისში საგადასახადო სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდა.

შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური განყოფილების უფროსის განცხადებით, ,,მთავარის" გაყიდვების ოფისში შესვლა არის გეგმიური პროცესი და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.

გეგმის შესაბამისად ეს ხდება ყოველთვიურად და არ არის მიბმული სისტემის გარეთ რომელიმე ქმედებაზე. კონკრეტული თარიღი არის ერთი კვირის წინ, ამ პროცესში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ასე ხდება ყოველდღიურად, ყოველთვიურად და ასე იყო ამ თვეშიც. შეირჩა 500 კომპანია და შესაბამისი ტექნიკური პროცედურების გავლის შემდეგ გამოიცემა ერთობლივი ბრძანებები. - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

მედიაზე ძალადობრივი შტურმის შემდეგ ხელისუფლებამ ფინანსური ბერკეტებიც აამუშავა.  ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშწორების, დევნის  და ძალადობის შემდეგ ,,ქართულმა ოცნებამ" კრიტიკული მედიის ფინანსურად მოგუდვაც გადაწყვიტა, ფინანსთა სამინიტროს საგადასახო სამსახური ტელეკომპანია ,,მთავარში" უკვე შევიდა, უწყების თანამშრომლების არხის გაყიდვების ოფისის  დოკუმენტაციით არიან დაინტერესებულები.