თინა ბოკუჩავა: „მნიშვნელოვანია, „ერთიანობის“ სახელით მივიდეთ საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, თითოეულ რეგიონში, რათა ერთიანი ძალისხმევით შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება

13.07.24 11:24
თინა ბოკუჩავა: „მნიშვნელოვანია, „ერთიანობის“ სახელით მივიდეთ საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, თითოეულ რეგიონში, რათა ერთიანი ძალისხმევით შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ერთიანობის“ სახელით მივიდეთ საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, საქართველოს თითოეულ რეგიონში, თითოეულ ქალაქში, რათა ერთიანი ძალისხმევით ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანოთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება და ქვეყანა დავაბრუნოთ დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე.“ – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ  კახეთში, წნორში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, სადაც ის პარტიის რეგიონალურ მდივანთან გიორგი ბოტკოველთან და „ერთიანობის“ ლიდერებთან ერთად იმყოფება.

“დღეს გვაქვს ორი შეხვედრა წნორში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ერთიანობის“ სახელით მივიდეთ საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, საქართველოს თითოეულ რეგიონში, თითოეულ ქალაქში იმისთვის, რომ ჩვენი ერთიანობით, ერთიანი ძალისხმევით ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანოთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება და ქვეყანა დავაბრუნოთ დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე. ამისთვის აუცილებელია აქტიურობა, ძალიან აქტიური კამპანია, რომლის სტარტიც ჩვენ ერთიანობის ფარგლებში დავაანონსეთ და ახლა, რა თქმა უნდა, მთავარია რომ ხალხის ჩართულობით, მათი პრობლემების გაზიარებით, ერთობლივად გადაჭრის გზებზე მსჯელობით და ცვლილებების მოტანით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები