ვაპირებთ ფართო კონტექსტში გადავხედოთ საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებს - კირბი

13.07.24 11:55
ვაპირებთ ფართო კონტექსტში გადავხედოთ საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებს - კირბი

"ჩვენ ვაპირებთ ფართო კონტექსტში გადავხედოთ საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებს და გადავაფასოთ ის პროგრამები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ხელისუფლებასთან ვთანამშრომლობთ", - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველი, ჯონ კირბი, გამოცემა Globalnews-თან ინტერვიუში საუბრობს. 

კირბი შეშფოთებას გამოთქვამს რუსული კანონის გამო და ამბობს, სწორედ აღნიშნული კანონმდებლობა გახდა მიზეზე  საქართველოსთან ურთიერთობის გადაფასების.

პირდაპირ გეტყვით, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ახალი კანონმდებლობის მიღების გამო და იმ ზემოქმედების გათვალისწინებით, რითაც ეს კანონმდებლობა გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე. მეტიც, ჩვენ ღრმად გვაშფოთებს ეს საკითხი. ეს სერიოზული ვითარებაა, რომელმაც მიგვიყვანა იმ ეტაპამდე, როდესაც ჩვენი მხარე საქართველოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით ურთიერთობის სერიოზულ გადაფასებაზე მუშაობს. რაც აქვე დავსძენ, რომ ძალიან სამწუხაროა.

კირბის თქმით, არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა დასავლეთის შეგონება და მაინც მიიღო რუსული კანონი.

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი რადიკალურად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას.

მე არ ვარ პოლიტიკის შემქმნელი, თუმცა შემიძლია ღიად გვითხრათ ჩვენი მთავარი გზავნილის შესახებ - გაითვალისწინონ დასავლელი პარტნიორების გზავნილები, თუ მათ თანამშრომლობის სურვილი ჯერ კიდევ აქვთ. ჩვენ საქართველოს მთავრობას ბოლო წუთამდე მოვუწოდებდით, გადაეხედათ აღნიშნული კანონმდებლობისთვის, მისი მიზანშეწონილობისთვის და იმ ბერკეტებისთვის, რომლის მთავარი მიზანი, როგორც აღვნიშნე, სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ზემოქმედებაა. მათ ვეუბნებოდით და ეს ყველაზე მძიმე აღსაქმელია საქართველოსგან, რომ ეს ჩიხში შეიყვანდა საქართველოს მოსახლეობის მრავალწლიან დასავლურ არჩევანს. პირველ რიგში, ჩვენი შეშფოთება გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი რადიკალურად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, ქართველი ხალხის დასავლურ მისწრაფებას. ჩვენ საკმაოდ ღიად და ნათლად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ კონკრეტულ კურსთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის შესაბამისობაში ქართველი ხალხის ნებასთან. ჩვენს ამ პოზიციას ვაფიქსირებთ საქართველოს მთავრობასთან როგორც საჯარო, ისე, კერძო საუბრებში.

კირბი იმედს გამოთქვამს, რომ "ოცნების" ლიდერები არჩეულ კურსს შეიცვლან.

ჩვენ ვაპირებთ ფართო კონტექსტში გადავხედოთ საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებს და გადავაფასოთ ის პროგრამები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ხელისუფლებასთან ვთანამშრომლობთ. საქართველოს მთავრობას კი ისევ მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს საკუთარი მოსახლეობის ნება. ეს გახლავთ ის, რასაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსგან მისივე მოსახლეობა მოელის. გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ლიდერები შეცვლიან მათ მიერ არჩეულ კურსს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს ნამდვილად სამწუხარო პროცესია საქართველოს მხრიდან, - აცხადებს კირბი.

მსგავსი სიახლეები