მნიშვნელოვანია ყველა ქალაქში, თითოეულ მოქალაქესთან შეხვედრა და გაზიარება იმისა, თუ როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება - ბოტკოველი
„ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქალაქში, თითოეულ მოქალაქესთან შეხვედრა და გაზიარება იმისა, თუ როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება, როგორ გავხადოთ ქვეყანა ერთხელ და სამუდამო ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამ ყველაფერში წნორელების, კახელების და თითოეული საქართველოს მოქალაქის როლი იქნება ძალიან დიდი.“- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის რეგიონალურ მდივანთან გიორგი ბოტკოველთან და „ერთიანობის“ ლიდერებთან ერთად კახეთში, წნორში მოსალეობას ხვდებიან.
„ყველას უმნიშვნელოვანესი და განსაკუთრებული მოთხოვნაა, რომ ჩვენ ვიყოთ ერთიანები და ერთობლივად შევიდეთ ქვეყნისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელიც გადაარჩენს ქვეყანას. ვხედავთ „ქართული ოცნება“ თუ როგორ ჯიუტად აკეთებს ყველაფერს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტი უკან და უკან დახიოს. ვიმყოფებით ქალაქ წნორში და სწორედ კახელებმა ძალიან კარგად იციან თუ რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას და ვფიქრობ, რომ თითოეულ ამ ადამიანთან შეხვედრა, იმის თქმა თუ როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება, როგორ გავხადოთ ქვეყანა ერთხელ და სამუდამო ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ხელი ვერ შეუშალოს ივანიშვილის რეჟიმმა. აი ამ ყველაფერში წნორელების, კახელების და მთელი საქართველოს, თითოეული მოქალაქის როლი იქნება ძალიან დიდი და უმნიშვნელოვანესი.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.