თავდაცვის მინისტრის ვიზიტი სომხეთში - ირაკლი ჩიქოვანი მეზობელი ქვეყნის კოლეგა მინისტრთან მართავს შეხვედრას
თავდაცვის მინისტრის ვიზიტი სომხეთში - ირაკლი ჩიქოვანი მეზობელი ქვეყნისს კოლეგა მინისტრთან მართავს შეხვედრას. ხელმოწერილია ორმხრივი თანამშრომლობისს შესახებ მომზადებული გეგმაც. ჩიქოვანის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სურენ პაპიკიანმა და ჩიქოვანმა ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და სამეზობლოში მშვიდობისს შენარჩუნებაზე ისაუბრეს.
სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე იმსჯელეს. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოებისა და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქვეყნებს შორის გაფორმებული დეკლარაციის მნიშვნელობას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
ირაკლი ჩიქოვანმა უკვე გამართა შეხვედრა სომეხ კოლეგასთან, სურენ პაპიკიანთან. შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა.