ეს არის ზეწოლა ჩვენს წინააღმდეგ - კალაძე წვრთნების შეჩერებასა და 30 მილიონის დახმარების გაყინვაზე
შტატების მხრიდან სამხედრო წვრთნების შეჩერება და ევროკავშირის მხრიდან 30 მილიონი დახმარების გაყინვას თბილისის მერმა, კახა კალაძემ "ოცნებაზე" ზეწოლა უწოდა.
კალაძის მტკციებით, აღნიშნული თანხა გაყინული არ არის რადგან არასამტავრობოებში წავა.
"ოცნების" მაღალჩინოსანმა სანქციებთან, მეორე ფრონტთან და რუსულ კანონთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
ეს არის ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმი, რასაც ისინი იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ. მანამდე იყო კანდიდატის სტატუსის საკითხი, რომელსაც ასევე არასამართლიანად იყენებდნენ საქართველოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ და იგივე ხდება დღეს. არაფერი განსაკუთრებული. რაც შეეხება 30 მილიონის გაყინვას, ეს თანხა გაყინული არ არის. გამოვიდა ერთ-ერთი უცხოელი წარმომადგენელი და თქვა, რომ ჩვენ ჯარს ვუჩერებთ ამ თანხებს და მივცემთ ლომჯარია-გიგაურს. ეს არის მათი დამოკიდებულება. ვთვლით, რომ პირდაპირ ზეწოლები იყო სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით, პირდაპირ ზეწოლა იყო მეორე ფრონტთან დაკავშირებით. თუ რატომ ხდება ამხელა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით და საზოგადოება, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ ანალიზს გააკეთებს", - ამბობს კალაძე.
ცნობისთის აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო .
განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.
EU-მ კი საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა.