პროტესტის მეორე დღე "ევოლუშენ ჯორჯიაში" - გაფიცულებმა შავი სიების შედგენა დაიწყეს
გაფიცვის მეორე დღე - "ევოლუშენ ჯორჯიაში" პროტესტი გრძელდება. ასობით დასაქმებულმა ღამე კომპანიის შენობასთან გაათენა. თანამშრომლები ამ დრომდე ელოდებიან აზარტული თამაშების ოპერატორი კომპანიის პასუხს - მთავარი მოთხოვნა შრომის ღირსეული და ადამიანური პირობების შექმნა, ბულინგიის, დამცირების და ჩაგვრის გარეშე. ამ უკანასკნელში კი კომპანიის მენეჯერებს ადანაშაულებენ.
პროტესტის რეჟიმში გადასულმა მშრომელებმა სარჩელის მზადებასთან ერთად, შავი სიების შედგენაც დაიწყეს.
ჩვენ გუშინ დავიწყეთ შავი სიების შედგენა და ამ შავ სიაში მოხვედრილი ყველა მენეჯერი აბსოლუტურად უნდა იყოს გათავისუფლებული სამსახურიდან და მათ მიმართ უნდა გატარდეს უმკაცრესი, კანონით გათვალისწინებული ზომები. იმ შემთხვევაში თუ ევოლუშენი აპირებს, რომ რეაგირება არ იქონიოს ამ მენეჯერების საქციელზე, ჩვენ ისედაც დაწყებული გავქვს რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ სარჩელის შედგანა, ამიტომაც მივმართავთ შესაბამის უწყებებს და ვეცდებით, რომ სამართალს მივაღწიოთ", - ამბობს გაფიცული თანამშრომელი.