"ჩვენთვის მუდმივი კომუნიკაციაა მნიშვნელოვანი" - თინა ბოკუჩავა ახალგაზრდებს შეხვდა

13.07.24 14:17
"ჩვენთვის მუდმივი კომუნიკაციაა მნიშვნელოვანი" - თინა ბოკუჩავა ახალგაზრდებს შეხვდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა პლატფორმა "ერთიანობის" ლიდერებთან ერთად წითელ ბაღში ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი მიზანი პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობაა და საუბარი იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი როლი აქვთ მათ არჩევნებში. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის ინტეგრაცია მოხდეს პოლიტიკურ პროცესებში, რადგან შედეგად ის ცვლილებები მივიღოთ, რაც ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია. 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ახალგაზრდები პოლიტიკურ, საარჩევნო პროცესებში იმისთვის, რომ მოვიტანოთ ის ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. ამისთვის მაქსიმალური გახსნილობა, ბევრი საუბარი და მათი ინტეგრაცია ჩვენს პოლიტიკაში აუცილებელია. მსგავსი ტიპის შეხვედრები სერიის სახით აუცილებლად გამოგნელდება თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში", - ამბობს ბოკუჩავა.

მსგავსი სიახლეები