როგორ იმოქმედებს ამნისტია ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე - პრემიერის კომენტარი

13.07.24 15:17
როგორ იმოქმედებს ამნისტია ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე - პრემიერის კომენტარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ამნისტიის კანონთან დაკავშირებით "ოცნებამ" დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო - რუსული კანონის მხარდამჭერი პრემიერი აცხადებს, რომ ასეულობით პატიმრის გათავისუფლება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ არ დააყენებს.

კობახიძე განმარტავს, რომ საყოველთაო ამნისტია სასჯელაღსრულების დაწესებულების განტვირთვას ემსახურება.

ჩვენ თითოეული პუნქტი განვიხილეთ. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალურად განგვეტვირთა სასჯელაღსრულების დაწესებულებები და ჩვენი სურვილია, რომ ამ თვალსაზრისით, ევროპულ მაჩვენებელს მაქსიმალურად დავუახლოვდეთ. თუმცა, მეორე მხრივ, მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას პრობლემები არ შეექმნას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას.

საყოველთაო ამნისტია არჩევნების წინ - 3000-ზე მეტ პატიმარს და 7000 პრობაციონერს ამნისტია შეეხება. პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა.

რამდენიმე დღის წინ "პირველები" ყვებოდა, რომ ამნისტია მასშტაბური იქნებოდა და მსჯავრდებულების დიდ რაოდენობას შეეხებოდა.

მაშინ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ამნისტიის პუნქტებზე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს.

რაც შეეხება, შეეხება თუ არა ამნისტია იმ მუხლებს, რითიც საქართველოს მესამე პრეზიდენტია გასამართლებული - ამაზე მდინარაძემ თქვა, რომ "გამორიცხული მგონია, რა მუხლებსაც ვიხსენებ, მისი მუხლები აქ არ უნდა ეწეროს და დიდი სურვილიც არ არის ამის".

ოპოზიციის თქმით, კი "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ამნისტიის გამოცხადებას ხმების მობილიზების მიზნით აკეთებს.

მსგავსი სიახლეები