ვის სად უშვებს "ოცნება" არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად - დიდი შეკრება როსტომ მეფის სასახლეში
დიდი შეკრება ,,ქართულ ოცნებაში" - დღეს მმართველმა პარტიამ უნდა შეათანხმოს, ვის სად უშვებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
"პირველების" ინფორმაციით, ოზურგეთში კენჭს არჩილ თალაკვაძის ძმა იყრის, დანარჩენი გვარები კი სავარაუდოდ დღის ბოლომდე ცნობილი გახდება.
ადგილზე მუშაობს ტვ პირველის გადამღები ჯგუფი, თუმცა მმართველი პარტიის წარმომადგენლები კამერებთან ტრადიციულად არ ჩნდებიან.
"ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა 12:00 საათზე დაიწყო, 13:00 საათზე კი უმრავლესობის შეკრება გაიმართება.