თითქმის მთელი ოჯახი საჯარო სამსახურში

13.07.24 21:48
თითქმის მთელი ოჯახი საჯარო სამსახურში

ნეპოტიზმი საჯარო სამსახურში? - შაბათის ეთერმა აღმოაჩნა, რომ მხოლოდ ერთი ქობულეთის საკრებულოს აპარატის უფროსის, მამუკა ქათამაძის ოჯხის რამდენი წევრი ასევე საჯარო სამსახურშია დასაქმებული. 

მამუკა ქათამაძის ცოლი ეკატერინე გოგიტიძე ქობულეთის კულტურის ცენტრის თანამშრომელია, მამუკა ქათამაძის ცოლის ძმა - მამუკა გოგიტიძე ქობულეთის საკრებულოში კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის სპეციალისტია. მამუკა ქათამაძის ცოლის ბიძაშვილი სულხან ბეჟანიძე საკრებულოს აპარატის უფროსი სპეციალისტია იურიდიულ საკითხებში. მამუკა ქათამაძის ქალიშვილი ხატია ქათამაძე კი "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრი იქნება.  

დგინდება, რომ საკრებულოს აპარატის უფროსის შვილი გასულ არჩევნებზეც ქობულეთის ერთერთ საარჩევნო უბანზე არჩევნებს როგორც ნეიტრალური დამკვირვებელი ისე აკვირდებოდა. "შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ წელს გადამწყვეტ არჩევნებზე ხატია ქათამაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების გამოცდა უკვე ჩააბარა. 

ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტების შესახებ "შაბათის ეთერს" ქობულეთის საკრებულოს მოქმედი თანამშრომელი კონფენციალურობის დაცვით უყვება, რა პასუხი აქვს თავად ფარცხალაძეს მეტს თამთა დოლენჯაშვილის რეპორტაჟში ნახავთ.

თითქმის მთელი ოჯახი საჯარო სამსახურში - თამთა დოლენჯაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები