"ოცნებამ" მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა
"ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოახდინა. განცხადება მმართველი პარტიის ოფისში ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი ითამაშა... დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის შემდეგ აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა", - განაცხადა კობახიძემ.