აღმოჩენილია შთამბეჭდავი ავტო-პარკი - მალავს თუ არა ყოფილი პრემიერი ქონებას?
მალავს თუ არა ღარიბაშვილი ქონებას? - მილიონერი პენსიონერი, ტარიელ ღარიბაშვილი ახლა იმ ავტომობილით გადაადგილდება, რომელიც "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მის სახელზე არ არის გაფორმებული.
"შაბათის ეთერი" რამდენიმე თვის განმავლობაში აფიქსირებდა კადრებს, როგორ სარგებლობს ასობით ათასი ლარის ღირებულების "ტოიოტას" მარკის შავი ჯიპით, ირაკლი ღარიბაშვილის მამა. საჯარო წყაროში არსებული ყველა მონაცემის გადამოწმების შედეგად, "ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ვერ მიაკვლიეს მტკიცებულებას, რომ ეს მანქანა ღარიბაშვილის ოჯახის რომელიმე წევრზეა გაფორმებული.
"შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა, "ლექსუსის" და "ტოიოტას" და "ფორდის" უახლესი მოდელის მინიმუმ ოთხი მანქანა, რომლითაც ღარიბაშვილის ოჯახი სარგებლობს, თუმცა მათ სახელზე არ არის გაფორმებული.
ვის ეკუთვნის ძვირადღირებული ავტომობილები?
- ინფორმირებული წყარო "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ეს ავტომობილები, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამას შვილის გავლენების დამსახურებით აჩუქეს.
ეს ყველაფერი არის მანქანას, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილის მამა გადაადგილდება ეს სანომრე ნიშნები აქვს SS-300-SD. ეს ნომრები შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში ტარიელ ღარიბაშვილის სახელზე არ ფიქსირდება.
არის თუ არა სანომრე ნიშნები SS-300-SD ოპერატიული დანიშნულების?
- ოპერატიული დანიშნულების ნომრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეცსამსახურების თანამშრომლები სარგებლობენ, ამ ნომრის მფლობელს, პოლიცია არ აჩერებს.
ირაკლი ღარიბაშვილის ახალი მანქანა?
- პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი "ლექსუს ელ იქს 600-ით" გადაადგილდება. ამ ლუქს კლასის ავტომობილის ღირებულება 430 ათასი ლარსაც კი აღწევს.
დეკლარაციის თანახმად ირაკლი ღარიბაშვილი 2019 წლის "აუდი ა 8" მოდელს ფლობს. მისი მეუღლე ნუნუ თამაზაშვილი კი "რენჯროვერ ველარს". ავტომობილი, რომლითაც ღარიბაშვილი ახლა გადაადგილდება მის სახელზე ეს მანქანა გაფორმებული არ არის.