ჩვენ სერიოზულად ვსაუბრობთ - სტანოს გზავნილი "ოცნებას"

13.07.24 22:56
ჩვენ სერიოზულად ვსაუბრობთ - სტანოს გზავნილი "ოცნებას"

"თუ თქვენ მიმართულებას შეცვლით ევროპულ გზაზე, ჩვენ არ ვაპირებთ გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა"- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პეტერ სტანო "ამერიკის ხმასთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. 

სტანო  EU-ს მიერ საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს  გაყინვას ეხმაურება და ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ევროპულ გზაზე მოძრაობას შეცვლის, ევროკავშირის მხარდაჭერა შეწყდება.  

მისივე თქმით, ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ივნისის შეხვედრაზე განიხილეს მთელი რიგი შესაძლო ზომები, რომელიც EU-ს შეუძლია, მიიღოს "საქართველოს მთავრობის ძალიან ცუდ ქმედებებზე".

ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები უკვე დიდი ხანია განიხილავენ საქართველოში არსებულ ვითარებას. სამწუხაროდ მთავრობამ პარლამენტში საგარეო გამჭვირვალობის ძალიან სამწუხარო კანონი წარადგინა და მიიღო ის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა მოკავშირის, ევროპელი მოკავშირეების, ტრანსატლანტიკური მოკავშირეების ძალიან მკაფიო გზავნილისა, საქართველოსა და ქართველი ხალხის მოკავშირეები ამბობენ, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო. მიუხედავად ამისა, მთავრობამ მიიღო ეს კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს და ეწინააღმდეგება საქართველოს პრიორიტეტებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ევროკავშირში განვიხილეთ ზომები, რომლებიც გვინდა მივიღოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ქართველმა პარტნიორებმა გაიგეს, რომ სერიოზულად ვსაუბრობთ. თუ თქვენ მიმართულებას შეცვლით ევროპულ გზაზე, ჩვენ არ ვაპირებთ გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა. 

მაგალითად, ევროპის სამშვიდობო ფონდიდან 30 მილიონის გამოყოფის შესახებ დისკუსიის შეჩერება ერთ-ერთი ნაბიჯია, ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ივნისის შეხვედრაზე განიხილეს მთელი რიგი შესაძლო ზომები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ, რათა მოვახდინოთ საქართველოს მთავრობის ამ ძალიან ცუდ ქმედებებზე. ზოგოერთი ზომა მოკლევადიანია, ზოგოერთი მათქგანი საშუალოვადიანი, ნაწილი გრძელვადიანი. ამ ეტაპზე მოკლევადიანი ზომები მიოვიღეთ, რათა გვეჩვენებინა რომ ჩვენ სერიოზულად ვსაუბრობთ, მაგრამ სივრცე მ იგვეცა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამნოსაწორონ არასწორი გზა, რომელსაც ადგანან"-

მსგავსი სიახლეები