როგორი კონფიგურაციით გავლენ გადამწყვეტ არჩევნებზე - ოპოზიციას ვადა 25 ივლისამდე აქვს

14.07.24 12:15
როგორი კონფიგურაციით გავლენ გადამწყვეტ არჩევნებზე -  ოპოზიციას ვადა 25 ივლისამდე აქვს

ვინ ვისთან გაერთიანდება და როგორი კონფიგურაციით გავლენ ოპოზიციური პარტიები გადამწყვეტ არჩევნებზე - პოლიტიკოსებს მოსაფიქრებლად დრო, მაქსიმუმ, 25 ივლისამდე აქვთ. სწორედ 25 რიცხვია პარტიების ცესკოში რეგისტრაციის ბოლო ვადა. 

"ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ახალმა" საკუთარი გუნდის პირველი კონტურები უკვე გამოკვეთეს. ჯერჯერობით უცნობია, რას იზამენ პარტია "ლელო", გახარიას გუნდი, "ევროპული საქართველო" და სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც. 

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ნამდვილი ცვლილებები და მათი პარტია სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. 

იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება და  არ შეიცვალოს მხოლოდ სახელები და გვარები,  ჩენ გვჭირდება ნამდვილი ცვლილებები. „ლელო“ დგას სწორედ ამ  ნამვილი ცვლილებების სადარაჯოზე. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ საზოგადოებას შევთავაზოთ  ფუნდამენტური პოლიტიკური სიახლე  და ეს ფუნდემენტუი პოლიტიკური სიახლე  აუცილებლად იქნება საზოგადოებისთვის შეთავაზებული  ჩვენს პარტნიორებთან ერთად და იმ ადამიანებთან და პოლიტიკურ ძალებთან ერთად , ვისაც უნდა ამ საბჭოთა პოლიტიკური მემკვიდრეობის წარსულისთვის ჩაბარება, - ამბობს საბა ბუაძე.

რამდენ ოპოზიციური სუბიექტს შორის მოუწევს ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება, ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

მსგავსი სიახლეები