"ოცნების" ულტიმატუმი ოპოზიციას - "ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები 53%-ის მიღების შემთხვევაში დავნიშნოთ"

28.07.21 14:29
"ოცნების" ულტიმატუმი ოპოზიციას - "ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები 53%-ის მიღების შემთხვევაში დავნიშნოთ"

"ქართული ოცნება", რომელმაც 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, საკუთარ პირობას აყენებს. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია ამბობს, რომ "კეთილი ნების" შემთხვევაში ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებს, თუმცა აქაც თავისი ულტიმატუმი აქვს. "რიგგარეშე არჩწევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ ამას ივანიშვილის გუნდი გადაწყვეტს. 

რიგგარეშე არჩევნების საკითხზე გვინდა ავღნმშნოთ რომ კოალიციური მმართველოს ჯანსაღი ტრადიცია და სხვა საკითხებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და ქართული ოცნება ამას მიესალმება, მზად ვართ ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი, კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მმართველობის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზინებს. ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ, ევროპულ დემოკრატიებში არის დამკვიდრებული," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.