ის, თუ როგორ ექცევიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას, კრემლის ქმედებების მსგავსია - ქირბი

14.07.24 14:34
ის, თუ როგორ ექცევიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას, კრემლის ქმედებების მსგავსია - ქირბი

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატრეგიული   კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ ქირბი ამბობს, რომ ის, რაც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებით ხდება არასწორი და კრემლის მსგავსია. ამის შესახებ მაღალჩინოსანმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯების გამო ამერიკა ახლა საქართველოსან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის პროცესშია. 

ჩვენ ახლა გადახედვის პროცესში ვართ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საქართველოსთან, რათა ვნახოთ, საჭიროა თუ არა ცვლილებების შეტანა. რაც ხდება - არასწორია, ის, თუ როგორ ექცევიან სამოქალაქო საზოგადოებას, კრემლის ქმედებების მსგავსია, - ამბობს ჯონ ქირბი. 

მსგავსი სიახლეები