ჩვენს ქართველ კოლეგებთან განვიხილეთ ნარატივი მეორე ფრონტზე, რომელიც მცდარი და ნეგატიურია - სტანო
ევროკავშირის საგარეი სამასხურის პრესსპიკერი პეტერ სტანო ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ნარატივი, თითქოს პარტნიორებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ, მცდარი და ნეგატიურია. მაღალჩინოსანის თქმით, ამის შესახებ მათ ქართველ კოლეგებსაც ესაუბრნენ და ასევე, კურსის ცვლილებსკენ მოუწოდეს.
მე, რა თქმა უნდა, ჩვენი შეშფოთება საგარეო საქმეთა მინისტრს გადავეცი, მან კი მითხრა, რომ ამას გადასცემს პრემიერ-მინისტრს და ამავდროულად, შეეცდება კურსის შეცვლაზე მუშაობას. ჩვენ ჩვენს ქართველ კოლეგებთან განვიხილეთ ნარატივი მეორე ფრონტზე, ნარატივი, რომელიც მცდარი და ნეგატიურია. ჩვენს კოლეგებს საქართველოში ვუთხარით, რომ გვსურს, ვიხილოთ ამ ნარატივის შეწყვეტა, რომელიც ხელისუფლებიდან მოდის. ჩემი რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ არის ის, რომ როგორც საერთაშორისო საზოგადოება მოუწოედბს, მათ კურსი შეუცვალონ. ეს არჩევნები შესანიშნავი შესაძლობაა იმის საჩვენებლად, რომ ცვლილებები ხდება, - ამბობს სტანო.