შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის შემცირება, რომელიც პირიქით გაიზარდა - მამუკა მდინარაძე

28.07.21 14:42
შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის შემცირება, რომელიც პირიქით გაიზარდა  - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის, თქმით, მმართველმა პარტიამ მიშელის შეთანხმების ანულირება მოახდინა, რადგან რადიკალურმა ოპოციზიამ პროცესების კონსტიტუციური ჩარჩოდან ამოგდება სცადა. მდინარაძის თქმით, შეთანხმების მთავარი მიზანი პოლარიზაციის შემცირება იყო, თუმცა პოლარიზაცია პირიქით გაიზარდა.მდინარაძემ პოლარიზაციის გაზრდაში მედიაც დაადანაშაულა.

შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის შემცირება, ეს მოხდა პირიქით, რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არათუ შემცირდა, პირიქით გაიზარდა და თქვენც იღებთ ამაში მონაწილეობას. 

პროცესები უნდა დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში, საიდანაც ამოგდების მცდელობა ჩვენი  რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მრავალგზის იყო და ჩვენ ამის საშუალებას მათ ვერ მივცემთ, კონკრეტული შეთანხმების მიზანი არის განსხვავებული, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ პოლარიზაციის ხარისხი შემცირდეს. შეთანხმებას კი არ ვარღვევთ, ანულირება გავუკეთეთ შეთახმებას", -  ამბობს მდინარაძე.