მანჯგალაძე “ოცნებას”: მოეშვით ბინძურ პროპაგანდას და კომუნალური და საცობთან დაკავშირებული პრობლემები მოუგვარეთ ხალხს

14.07.24 15:12
მანჯგალაძე “ოცნებას”: მოეშვით ბინძურ პროპაგანდას და კომუნალური და საცობთან დაკავშირებული პრობლემები მოუგვარეთ ხალხს

“ეს არის არა მხოლოდ ტრამპისთვის არამედ დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია, - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამერიკის ექსპრეზიდენტზე განხორციელებულ თავდასხმას. ოპოზიციის წევრი ასევე ამბობს, რომ "ოცნება" ცდილობს, თავის "სტრანპისტებად" მოაჩვენონ, თუმცა მისი თქმით, ბინძური პროგანდის ნაცვლად, უკეთესი იქნება, თუ არჩენილ დროში ხელისუფლება ხალხის პრობლემებს მოაგვარებს.

“რა თქმა უნდა, ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას. ეს არის არა მხოლოდ ტრამპისთვის არამედ დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია. ამ საკითხზე “ქართული ოცნების” ლიდერების კომენტარებს რომ ვისმენ, ქართული გამოთქმა “კუმ ფეხი გამოყო” მახსენდება. როგორ საცოდავად ცდილობენ დიდ ტრამპისტებად მოაჩვენონ ხალხს თავი. 

 ნუთუ არ იციან, რომ ტრამპი გამარჯვების შემთხვევაში მათი იდეოლოგიური სამშობლოს, მოსკოვის დაბომბვით იმუქრება. უზნეობაა მსგავსი ძალადობის ფაქტების ვიწროპარტიული მიზნებისთვის გამოყენება. 

 მოეშვით ყველაფერში ბინძურ პროპაგანდას და კომუნალური და საცობთან დაკავშირებული პრობლემები მაინც მოუგვარეთ ხალხს იმ 100-მდე დღეში რაც დაგრჩენიათ” - განაცხადა მანჯგალაძემ.
 

მსგავსი სიახლეები