5 ივლისის მოვლენები იყო შოკისმომგვრელი, უნდა დაისაჯონ ორგანიზატორები - დეგნანი

28.07.21 15:00
5 ივლისის მოვლენები იყო შოკისმომგვრელი, უნდა დაისაჯონ ორგანიზატორები - დეგნანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების კანონის სიმკაცრით დასჯას მოითხოვს.დეგნანის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკაფიო გზავნილის გაკეთება ძალადობის დაგმობასთან დაკავშირებით. 

5 ივლისის მოვლენები იყო შოკისმომგვრელი და შემაშფოთებელი, ეს იყო გარკვეულწილად კარგად ორგანიზებული პროცესი, რომელსაც ვუყურებთ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში. როგორც ვიცი გამოძიება მიმდინარეობს ამ საკითხებზე, ვიცი რომ ამისტვის დრო არის საჭირო. მნიშვნელოვანია ამ პროცესების ორგანიზატორები მიეცნენ პასუხისგებაში, უნდა მოხდეს მათი სასამართლოს წინაშე წარდგენა. აუცილებელია, ძალიან მკაფიო გზავნილი იმასთან დაკავშირებით რომ ძალადობა და ასეთი ორგანიზებული თავდასხმები ჟურნალისტებზე, სიძულვილის ენა არის მიუღებელი და ნებისმიერ ასეთ ქმედებას ექნება სამართლებრივი შედეგი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც ქვეყანა შედის წინასაარჩევნო პერიოდში", - ამბობს დეგნანი.