საკუთარ სიტყვას არ უფრთხილდებიან და ქვეყანას მოუფრთხილდებიან? - ეკა ბესელია ხელისუფლებაზე
,,პარტია სამართლიანობისთვის"ლიდერი, ეკა ბესელია, აცხადებს, რომ მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ბესელიას თქმით, ,,ოცნებამ" მიშელის დოკუმენტი დიდი ხანია, რაც დაარღვია, უბრალოდ, დღეს ყველაფერს სახელი დაარქვა.
პირდაპირ ვიტყვი, რომ ,,ოცნების" ეს განცხადება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა და მოდით, ყველაფერს თავისის სახელი დავარქვათ. დღეს ეს რომ არ ეთქვათ, დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ანალოგიურად მოიქცეოდნენ, რომ არჩევნები ჩატარებული იყოს და მათ 43% ვერ აიღეს. მათ სახელი დაარქვეს იმას, რასაც სჩადიან მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერეს მიშელის დოკუმენტს. ეს შეთანხმება დიდი ხანია, დაარღვია მმართველმა პარტიამ. დაარღვია მაშინ, როცა საარჩევნო კოდექსი ფორმალურად შეცვალა, როცა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა კონსესუსის წესით არ მომხდარა, დაარღვია მოსამართლეთა დანიშვნის დროსაც.
მათ ხელშეკრულება დაარღვიეს, უბრალოდ, დღეს ამას სახელი დაარქვეს. - ამბობს ტვ პირველთან საუბარში ეკა ბესელია.
პარტია ,,სამართლიანობისთვის" ლიდერი იმედს გამთქვამს, რომ საზოგადოება მმართველ გუნდს არჩევნებზე საკადრის პასუხს გასცემს.
რა არის ამის გაგრძელება? იმედი არა აქვთ, რომ ადგილობრივ არჩევნებში 43%-ს აიღებენ, ეშინიათ, ეშინიათ ამომრჩევლის მისვლისაც. ადგილობრივი არჩევბნები ხომ მაღალი აქტივობით არ გამოირჩევა. მათ სურთ, ნიჰილიზმში ჩააგდონ საზოგადოება. ხალხს აბუჩად იგდებენ.
მივმართავ საზოგადოებას, იმდენს გაბედავს ხელისუფლება, რამდენსაც გააბედინებ.
რა უნდა გიღირდეს იმად, რომ საკუთარ სიტყვას ფასი დაუგდო, სიტყვის ფასი არ იცის არც ივანიშვილმა, არც კობახიძემ.
თუ საკუთარ სიტყვას არ უფრთხილდები, ქვეყანას გაუფრთხილდები?
რა ესაქმება ახლა იმ პარლამენტში ოპოზიციას?
ერთადერთი, რაც ამ თავზე ხელაღებული და რუსეთისკენ მიმავალი ხელისუფლებას შეცვლის, არის საზოგადოების რეაქცია. ვიღებთ თუ არა ასეთ ხელისუფლებას? ყველაფრის ღირსი ვიქნებით, თუ არჩევნებზე ასეთ ხელისუფლებას ხმას მისცემთ - ამბობს ეკა ბესელია.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ მიშელის დოკუმენტმა თავისი ფუნქცია შეასრულა და დღეს მმართველმა პარტიამ მისი ანულირების გადაწყვეტილება მიიღო.