იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად პრეზიდენტის კვოტით კახა წიქარიშვილი იქნება

15.07.24 15:06
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად პრეზიდენტის კვოტით კახა წიქარიშვილი იქნება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად პრეზიდენტის კვოტით კახა წიქარიშვილი იქნება. სალომე ზურაბიშვილმა შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა.

კომისიამ დაამთავრა მუშაობა, წარმოუდგინა პრეზიდენტს ორი კანდიდატურა. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება, კახა წიქარიშვილის უმაღლესი იუსტიციის საბჭოს წევრად დანიშვნის თაობაზე,“ - ამბობს მსხილაძე.

კომისიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით, განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და რეკომენდაცია გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს გაუწია - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო ნათქვამი.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება.