არ გამოვრიცხავთ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს - მამუკა ხაზარაძე

28.07.21 15:14
არ გამოვრიცხავთ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს - მამუკა ხაზარაძე

"ლელო"  ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს არ გამორიცხავს. "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე,  "ქართული ოცნების" მიერ მიშელის დოკუმენტის ანულირებას გამოეხმაურა.

"ლელო" გააკეთებს ყველაფერს, რომ რადიკალიზაციას არ მისცეს ქვეყანაში გასაქანი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ "ოცნებამ" კარგად იცის მისი რეიტინგი და იმიტომ გამოდიან ამ ხელშეკრულებიდან, რომ იციან 43%-ს ვერ დააგროვებენ ამ არჩევნებში. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, ოპოზიციურ ძალებს, დავიწყოთ სასწრაფოდ კონსულტაციები, ჩვენ უკვე ხაზზე ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან. ამ ყოვლად უპასუხისმგებლო, დესტრუქციულ განცხადებას, რომელიც გააკეთა "ოცნებამ" ,არ მივცემთ საშუალებას, რომ გატარდეს ცხოვრებაში. ჩვენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ნაბიჯები გადავდგამთ. თუ საჭირო იქნება, არ გამოვრიცხავთ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს", - თქვა ხაზარაძემ.