ოპოზიცია გამოვიდეს პარლამენტიდან! - გიგი უგულავა

28.07.21 15:31
 ოპოზიცია გამოვიდეს პარლამენტიდან! - გიგი უგულავა

 გიგი უგულავა ,,ოცნების" შეთანხმებიდან გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანო უნდა დატოვოს: 

ჩემი აზრით: 1. ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან

2. ვადა უნდა მივცეთ ოცნებას და მთავრობისგან გადაგდებულ პარტიორებს, რომ დააბრუნოს ოცნება შეთანხმებაში.

3. შეთანხმება უნდა იყოს მხოლოდ 43%-ზე და სრულად პროპორციულ რიგგარეშეზე. დანარჩენზე ოცნებასთან საუბარი არ შეიძლება

4. ვადის გასვლის შემდეგ და მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში ბოიკოტი ადგილობრივ არჩევნებს. უნდა გვესმოდეს, დღეს ოცნებამ საქართველოში გააუქმა არჩევნები.- წერს სოციალურ ქსელში გიგი უგულავა.

,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მანვე უარყო აღებული ვალდებულება, რომ რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში ჩატარდეს.