პარლამენტი სრული ბოიკოტი გამოიწვევს საერთაშორისო ზეწოლის დაჩქარებას - ნათელაშვილი ოპოზიციას

28.07.21 15:31
პარლამენტი სრული ბოიკოტი გამოიწვევს საერთაშორისო ზეწოლის დაჩქარებას - ნათელაშვილი ოპოზიციას

,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ მიშელის დოკუმენტის ანულირებას ოპოზიციამ პარლამენტის ბოიკოტით უნდა უპასუხოს. შალვა ნათელაშვილის თქმით, შეთანხმების ანულირებით მმართველმა პარტიამ მსოფლიო თანამეგობრობას დოკუმენტი თავზე გადაახია. 

დამერწმუნეთ, ერთი -ორი პარტიის გარდა, რომელიც უშიშროების ხელდასმით არის შექმნილი, ოპოზიციის სრული შემადგენლობის გამოსვლა პარლამენტიდან გამოიწვევს საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის გაძლიერებას ჩვენს ხელისუფლებაზე.

საქართველოს ვაი ხელისუფლებამ რამდენიმე წუთის წინ ჩვენს ქვეყანას და მსოფლიო თანამეგობრობას თავზე გადაახია ე.წ. შარლ მიშელის ხელშეკრულება. ასეთი პრეცენდენტები კაცობრიობის ისტორიამ იცის ძალიან ცოტა. ერთი იყო ასეთი ჰიტლერის თავდაუსხმელობის ხელშეკრულება, მეორე სოჭის ხელშეკრულება, რომლითაც რუსებმა მძიმე შეიარაღება აფხაზეთიდან გამოგვატანინეს, მესამე იყო ბიძინა ივანიშვილს და პუტინის ერთობლივი სპეცოპერაცია კრიზისიდან საკუთარი პარტიის გამოსაყვანად და მთელი მსოფლიოს გადასაგდებად - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

,,ქართულმა ოცნებამ" დღეს შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.