"ოცნება" რუსულ პროპაგანდას ერთი ერთში იმეორებს" - ირაკლი ნადირაძე
"ოცნება" რუსულ პროპაგანდას ერთი ერთში იმეორებს," - ასე აფასებს ენმ-ს წევრი ირეაკლი ნადირაძე ხელისუფლების იმ განცხადებებს, რომლის თანახმადაც ტრამპზე თავდასხმა გლობალური ომის პარტიის დაგეგმილი იყო. ოპოზიციის წევრის თქმით, აქედან გამომდინარე, მილერის საყვედურიც რუსეთთან ერთად ივანიშილის ხელისუფლებასაც ეკუთვნის.
ფაქტია, რომ ძალიან მძიმე შემთხვევიდან ძალიან სწრაფად გააკეთა პრეზიდენტმა განცხადება, რომ თავი შეეკავებინათ წინასწარი განცხადებებისგან, რომელიც დამატებით პრობლემებს შემოიტანდა და დაპირისპირებას საზოგადოებაში, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ისეთი განცხადებები, რომელიც ერთი ერთში იმეორებს პუტინის რუსეთის პროპაგანდას და სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადება მიანიშნებს იმას, რომ ეს საყვედური, ეს შენიშვნა პუტინის რუსეთთან ერთად ეკუთვნის ასევე „ქართული ოცნების“ მთავრობას, რადგან ნარატივი არის ერთი ერთში, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
შეგახსენებთ, რომ "ოცნების" განცხადებების შემდეგ მეთიუ მილერმა ივანიშვილის პარტია ტყუილში ამხილა და მოუწოდა, გამძოიების დასრულებამდე უპასუხიმგებლო განცხადებებისგან თავი შეიკავონ.