ენმ-მ პირდაპირ ხელი შეუწყო ხელი ამ პროცესს - სამადაშვილი შეთანხმების ანულირებაზე

28.07.21 16:13
ენმ-მ პირდაპირ ხელი შეუწყო ხელი ამ პროცესს - სამადაშვილი შეთანხმების ანულირებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერით, პირდაირ ხელი შეუწყო "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას. ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ტვ პირველს განუცხადა. 

მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმებისჩაშლა ქართული ოცნების გეგმა იყო. 

შეთანხმება ქართულმა ოცნებამ ჩაშალა, რადგან იციან, რომ ადგილობრ8ივი თვითმართველობის არჩევნები მათ აიძულებს, ვადამდელი არჩევნები ჩაატარონ. 

ოცნებამ გამოაცხადა, რომ მას ქყეყნის დასავლური და ევროპული ბედი არ აინტერესებს. ამაზე პოლიტიკოსების, საზოგადოების პასუხი ძალიან მკაცრი უნდა იყოს. სამწუხაროა რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პირდაპირ შეუწყო ხელი ამ პროცესს. 

ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ რომ დღეს ორი პოლიტიკური ძალა, ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ქვეყანას მიაქანებს კატასტროფისკენ. როდესაც ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას იყენებს საბაბად, საბაბი არ უნდა მისცე შენს მოწინააღმდეგეს იმისათვის რომ ქვეყანა წაიყვანოს კატასტროფისკენ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.