„საქართველოს ხელისუფლება ამერიკას დემოკრატიის შუქურად აღარ მიჩნევს" - რუსული მედია "ოცნების" ციტატებით აჭრელდა
რუსული სამთავრობო მედია ირკალი კობახიძის ანტიამერიკული ციტატებით აჭრელდა. კრემლის პროპაგანდისტები საქართველოს პრემიერის და ოლიგარქის პარტიის ლიდერების იმ განცხადებებს ციტირებენ, სადაც ისინი გლობალური ომის პარტიას ტრამპზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.
„საქართველოს ხელისუფლება ამერიკას დემოკრატიის შუქურად აღარ მიჩნევს" - მსგავსი სათაურებით რუსული გამოცემები სტატიებს ერთი-მეორეს მიყოლებით აქვეყნებენ. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. კობახიძის გაზვნილები ისევ ერთი ერთში დაემთხვა მარია ზახაროვას ნარატივსაც. კობახიძის მსგავსად, ზახაროვაც ამტკიცებს, რომ ტრამპზე თავდსხმა დაგეგეგმილია.
აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმას რუსეთი მყისიერად გამოეხმაურა. კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპზე თავდასხმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პროვოცირებული იყო. გარდა ამისა, ტერორისტული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილს აღვივებს“.