"ამაზრზენია" - გია ჯაფარიძე "ოცნების" ანტიამერიკულ განცხადებებზე

16.07.24 14:08
"ამაზრზენია" - გია ჯაფარიძე "ოცნების" ანტიამერიკულ განცხადებებზე

ხელისუფლების განცხადებებს, რომელმაც თქვა, რომ ტრმპზე თავდასხმა გლობალური ომის პარტიამ დააორგანიზა,  პლატფორმა "ერთიანობის" წევრი გია ჯაფარიძე "ამაზრზენს" უწოდებს. მისი თქმით, მაგავსი შინაარსის განცხადების გაკეთება არცერთი სახელმწიფოს ლიდერს არ უკადრია. 

ჯაფარიძე პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარეს იყოს, ქვეყანასგან მათგან კიდევ უფრო აშორებს. 


ამაზრზენი იყოს ის განცხადებები, რომელიც კობახიძე-მდინარაძემ გააკეთა. მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს არცერთ ლიდერს. პრეზიდენტმა ტრამპმაც ეს შეაფასა როგორც დემოკრატიაზე თავდასხმა და ყველას მოუწოდა ერთიანობისკენ. იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ხელისუფლება იყოს თავისი საერთაშორისო პარტნიორების მხარეს, „ქართული ოცნების“ ხელმღვანელების, საქართველოს მთავრობის, მათი პროპაგანდისტული მანქანის განცხადებები კიდევ ერთხელ გვაშორებს საქართველოს თავის საერთაშორისო პარტნიორებისგან, - ამბობს გია ჯაფარიძე.
 

მსგავსი სიახლეები